თბილისში, ჟვანიას მოედნის მიმდებარედ ავარია მოხდა

თბილისში, ზურაბ ჟვანიას მოედნის მიმდებარედ, ავარია მოხდა. ორი ავტომობილის შეჯახებას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

შემთხვევისას სამი ადამიანი დაშავდა.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულსხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.