თბილისში, მე-14 სართულიდან გოგო გადმოვარდა

თბილისში, საბურთალოს რაიონში უბედური შემთხვევა მოხდა. 

ბერბუკის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მე-14 სართულიდან ახალგაზრდა ქალი გადმოვარდა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. 

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

მომხდართან დაკავშირებით დამატებითი დეტალები უცნობია.