თბილისში კორონავირუსით ინფიცირებული მშობიარე გარდაიცვალა

თბილისში, ბოკერიას სახელობის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსით ინფიცირებული მშობიარე გარდაიცვალა. 34 წლის ქალი კლინიკაში ნაადრევი მშობიარობით შეიყვანეს. ექიმებმა ვერც ჩვილის გადარჩენა შეძლეს,- ამის შესახებ Report.ge-ს ბოკერიას კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა ალექსი ვაჭაძემ განუცხადა.

მისი თქმით, 34 წლის ქალი 29-30 კვირის ორსული იყო, რომელიც საავადმყოფოში სუნთქვის უკმარისობით გადაიყვანეს. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გადაწყდა მისი რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანა. ამის შემდეგ, დამძიმდა ჩვილის მდგომარეობაც, რის გამოც საკეისრო გაკვეთა ჩატარდა. სამწუხაროდ, ვერც ჩვილის და ვერც დედის გადარჩენა მოხერხდა.