თბილისის ქუჩები, სადაც დღეს ელექტროენერგია შეიზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, დღეს, 17 სექტემბერს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას ,,თელასი" ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, შეზღუდვა შეეხება შემდეგ რაიონებს:

საბურთალოს რაიონი

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), ქოშიგორას დასახლების, დიღმის სასწავლო მეურნეობის და მიცკევიჩის ქუჩის მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფეიქართა ქუჩის მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.