თბილისში, ჩუბინაშვილის ქუჩაზე ხანძარია

თბილისში, ჩუბინაშვილის ქუჩაზე, შენობის სახურავს ცეცხლი უკიდია. 

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში report.ge-ს განუცხადეს, ცეცხლი ლოკალიზებულია და სხვა შენობებზე გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს. 

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. 

ადგილზე ხუთი სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი აგრძელებს ხანძრის ქრობის სამუშაოებს.