თეა წულუკიანი თეატრის რეფორმას იწყებს

თეა წულუკიანი თეატრალური საზოგადოების ხელმძღვანელებსა და თეატრმცოდნეებს შეხვდა, სადაც თეატრის სამომავლო რეფორმა განიხილეს.

შეხვედრაზე თანამედროვე თეატრის პოპულარიზაციის საკითხი და სახელმწიფოს მიერ ეფექტური პოლიტიკისთვის საჭირო, სწორი რეგულაციების წარმოებაზე შეთანხმდნენ. 

რეფორმის ძირითად პრინციპებს სამინისტრო თეატრალურ საზოგადოებასთან და სფეროს წარმომადგენლებთან ერთად განიხილავს. 

თეა წულუკიანმა თქვა, რომ ასეთი ფორმატის შეხვედრები კიდევ შედგება.