თეა წულუკიანმა ხელოვნების სასახლეში შეხვედრა გამართა

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმდჯომარე თეა წულუკიანი ხელოვნების სასახლეში შეხევედრა გამართა. ის დარგობრივი სამინისტროს სსიპ-ის გაცნობის მიზნით, მუზეუმის ხელმძღვანელობას შეხვდა. 

"საუბარი შეეხო წინა წლებში იუსტიციის სამინისტროსა და ხელოვნების სასახლის ნაყოფიერ თანამშრომლობას და მუზეუმის სამომავლო გეგმებს, მათ შორის ინფრასტრუქტურული და ინსტიტუციური კიდევ მეტად განვითარების აუცილებლობას", - აღნიშნულია პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

თეა წულუკიანის თქმით, საამაყოა, რომ ქვეყანაში ამ რანგის მუზეუმი არსებობს. 

"მომავალში მისი ხელშეწყობისთვის ყველაფერი გაკეთდება",- განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.