თელავში საცხოვრებელი სახლი იწვის

თელავის მუნიციპალიტეტში ხანძარია. სოფელ ქვემო ხოდაშენში ცეცხლი საცხოვრებელ სახლს უკიდია.

როგორც report.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე მობილიზებულია 5 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

მიმდინარეობს ხანძრის ქრობის სამუშაოები. 

მათივე ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ამ ეტაპზე, უცნობია.