თელავში 21 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ შალაურში 21 წლის ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. მან, სავარაუდოდ, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. 

ახალგაზრდა, რომელიც ევროპის ერთ-ერთი ქვეყნიდან 2 დღის წინ დაბრუნდა, ნათესავებმა სოფელთან ახლოს ჩამომხრჩვალი იპოვეს. 

ოჯახის წევრებისთვის და ახლობლებისთვის უცნობია, თუ რა შეიძლებოდა გამხდარიყო თვითმკვლელობის მიზეზი. 

გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.