თელავში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

თელავში, ყარალაშვილის ქუჩაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია, - ამის შესახებ report.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს. 

მათივე ინფორმაციით, ხანძრის შედეგად, სამსართულიანი საცხოვრებელი სახლის სასხვენო გადახურვა დაიწვა.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის სამი ჯგუფი მუშაობდა. 

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.