თელავში რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

თელავის მუნიციპალიტეტიდან რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული 70 წლის კაცი გარდაცვლილი იპოვეს.

სოფელ ვანთადან გაუჩინარებული მერაბ ამბროსიძის ცხედარი თანასოფლელმა, ღვინის ქარხნის მიმდებარე ტყეში იპოვა და სამართალდამცველებს შეატყობინა. ადგილობრივების ინფორმაციით, მას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. ადგილზე სამაშველო ჯგუფები და სამართალდამცველები იმყოფებიან.

გამოძიება 115- ე  მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.