თელავში სათამაშოების მაღაზიაში ხანძარი გაჩნდა

თელავში, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ორსართულიან საცხოვრებელ კორპუსში, სადაც კომერციული ფართებია განთავსებული, ხანძარი გაჩნდა.  კერძოდ, ცეცხლი სათამაშოების მაღაზიის სარდაფში გაჩნდა. ამ დროის მონაცემებით, დამწვარია სარდაფში დასაწყობებული საბავშვო ავეჯი და ტექნიკა.

მაღაზიის მეპატრონის, გელა ბეზარაშვილის თქმით, წინასწარი ინფორმაციით, ხანძრისგან მიყენებული ზარალი 500 ათს ლარს აჭარბებს.

report.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, რომ ადგილზე მობილიზებულია 4 სახანძღო ჯგუფი და მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.