მედიაჰოლდინგი "იმედი" იყიდება. ჯორჯია მედია პროდაგშენ გრუპმა საკითხთან დაკავშირებით კომუნიკაციების კომისიას უკვე მიმართა.
კომისიამ საკითხი დღევანდელ სხდომაზე განიხილა და კომპანია "მედია პროდაქშენ გრუპს" თანხმობა მისცა.
"მედია პროდაქშენ გრუპი" 100-პროცენტიან წილს ფლობს "იმედში", GDS -სა და "რადიო იმედში". მედიაჰოლდინგი წილს ფლობს ტელეკომპანია "მაესტროშიც".
მედიაჰოლდინგს ნიდერლანდებში რეგისტრირებულ კომპანია Media Finance Group ყიდულობს, რომლის მფლობელებიც ამერიკის მოქალაქეები არიან. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ჰოლდინგის 5 პროცენტს "ტელეიმედის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი (ოთარ) რუხაძე ყიდულობს.
ტელეკომპანია "იმედი" ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს 2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დაუბდუნდა.
დამატებით ინფორმაციას report.ge კომუნიკაციების კომისიაში არკვევს.