ტემპერატურა დაიკლებს, ქვეყნის ტერიტორიაზე ნალექია მოსალოდნელი

27 ივლისამდე, თითქმის ყოველდღე საქართველოს ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია ნავარაუდევი. ზოგან შესაძლებელია სეტყვა - ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში დღის საათებში +28, +33 გრადუსია მოსალოდნელი. 

დედაქალაქში 24 ივლისს ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. 25 და 28 ივლისს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +31, +33 გრადუსი დაფიქსირდება.