ტემპერატურა 35 გრადუსამდე მოიმატებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ტემპერატურა მკვეთრად მოიმატებს.

20-21 მაისს მოსალოდნელია ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი. 

ჰაერის ტემპერატურა 21 მაისს +30, +35 გრადუსამდე მოიმატებს.

სინოპტიკოსების ცნობით, თბილისშიც უნალექო ამინდი იქნება, დედაქალაქში ჰაერის ტემპერატურა 20 მაისს +27 გრადუსი იქნება, ხოლო 21 მაისს +32 გრადუსამდე მოიმატებს.