თენგიზ ცერცვაძე: დღეში ერთი-ორ შემთხვევაზე მხოლოდ ოცნება შეიძლება

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს კლინიკური სექტორი იმდენად კარგადაა მომზადებული, რომ ვირუსი ჩვენის ცხოვრების რიტმზე გავლენას ვერ მოახდენს, - ამის შესახებ განცხადება ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმათენგიზ ცერცვაძემ გააკეთა.

„შეზღუდვების მოხსნის შემდეგ დღეში ერთი და ორი შემთხვევა – ამაზე მხოლოდ ოცნება შეიძლება. მაგრამ დღეში ათამდე ან ოცამდე შემთხვევა რომ იყოს, ესეც ძალიან დიდი წარმატება იქნება, მაინც ჩაითვლება რომ საქართველო ეპიდემიის პირველ ეტაპს კარგად გაუმკლავდა“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.