თენგიზ ცერცვაძე გადადგა? - რას აცხადებენ ინფექციურ საავადმყოფოში

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის სავარაუდო გადადგომის შესხებ ინფორმაცია ვრცელდება. "მთავარი არხის" ცნობით, ცერცვაძემ დაკავებული თანამდებობა დატოვა.

report.ge ინფექციური საავადმყოფოს პრესსამსახურს დაუკავშირდა. საავადმყოფოში აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებენ. თავად თენგიზ ცერცვაძესთან დაკავშირება ვერ ხერხდება, რადგან მას ტელეფონი გათიშული აქვს.