თენგიზ ცერცვაძე სტაციონარიდან გაწერეს

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე სტაციონარიდან გაწერეს. ის უკვე სახლში იმყოფება. ამის შესახებ ცენტრის ოფიციალურ გვერდზე განთავსებულ განცხადებაშია ნათქვამი. 

"ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე კოვიდინფიცირებიდან მეთხუთმეტე დღეს სტაციონარიდან გაეწერა და უკვე სახლში იმყოფება. ბატონი თენგიზის მდგომარეობა სტაბილურია, თავს მხნედ გრძნობს და მადლობას უხდის ყველას ვინც ყურადღება გამოხატა", - ნათქვამია ცენტრის განცხადებაში. 

თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი 17 ნოემბერს დაუდასტურდა