თენგიზ ცერცვაძე: ვაქცინას შესაძლოა მედიკამენტმა მოასწროს

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი ვარაუდობს, რომ შესაძლოა, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას მედიკამენტმა მოასწროს. 

„ძნელი სათქმელია, როდის გამოჩნდება ეფექტური სამკურნალო მედიკამენტი და ისიც ძნელი სათქმელია, ვაქცინა დაასწრებს თუ მედიკამენტი. პრინციპში, ორივეს სჭირდება ხანგრძლივი გამოცდა, მაგრამ სავარაუდოდ, შესაძლოა, მაინც მედიკამენტმა მოასწროს ვაქცინას. ეს იმაზეა დამოკიდებული, როგორ წავა პანდემია. თუ პანდემია ისეთი გზით და მასშტაბებით წავიდა, როგორც ახლა მიდის, ანუ მზარდი ტენდენციით, ძალიან სერიოზული ზარალითა და ძალიან სერიოზული პრობლემებით, რაც მსოფლიოს შეუქმნა, მაშინ ეს კვლევები დაჩქარდება, უფრო დიდი ინტელექტუალური და ფინანსური რესურსი იქნება მობილიზებული და შესაბამისად, მედიკამენტიც და ვაქცინაც, ან ორივე ერთად უფრო ადრე გამოჩნდება. ეს ჩემი ვარაუდით, დაახლოებით, შემოდგომაზე იქნება“, – განაცხადა ცერცვაძემ.