თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

ინფექციური საავადმყოფოს გენერალურ დირექტორს, თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა.

როგორც report.ge-ს საავადმყოფოს პრესსამსახურში განუცხადეს, ცერცვაძემ კორონავირუსზე დადებითი პასუხი გუშინ მიიღო. მსუბუქი სიმპტომების გამო ის ბინაზე მკურნალობს. 

"ლაბორატორიული კვლევის თანახმად, თენგიზ ცერცვაძე ინფიცირებულია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. აღენიშნება მსუბუქი სიმპტომები. შესაბამისად, სტაციონარში ყოფნას არ საჭიროებს და ის სახლში მკურნალობს", - აცხადებენ ინფექციურ საავადმყოფოში.