თეთრიწყაროში ექთანი კორონავირუსით დაინფიცირდა

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ექთანი, რომელსაც პაციენტებთან ქონდა შეხება კორონავირუსით დაინფიცირდა.

ის ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით კლინიკაში სამი დღის წინ შეიყვანეს, ინფექცია კი დღეს დაუდასტურდა.

აღნიშნული ფაქტის გამო შესაძლოა თეთრიწყარო ჩაიკეტოს.

ადგილზე ეპიდემიოლოგები მუშაობენ.

შეგახსენებთ, რომ სულ ქვეყანაში კორონავირუსის 456 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 139 ადამიანი. გარდაიცვალა 5. კარანტინის რეჟიმში 5206 პირი იმყოფება. ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 571.