თინა ხიდაშელი: ჯოჯოები მიდიან, ჰაერიც თანდათან მოდის

თინა ხიდაშელი, რომელსაც კორონავირუსი გასულ კვირას დაუდასტურდა სოციალურ ქსელში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სტატუსს აქვეყნებს. 

მისი თქმით, ვირუსთან ბრძოლა თითქმის დასრულდა და გამოჯანმრთელებისკენ სვლა დაიწყო.

"დღეს მგონი თამამად შემიძლია უკვე ვთქვა რომ წინ სვლა დავიწყე. ჯოჯოები მიდიან, ჰაერიც თანდათან მოდის და მგონი შემიძლია თამამად ვთქვა, რომ აღარ შემობრუნდება.

ჯერ სრულ გამოჯანმრთელებამდე დიდი გზაა მაგრამ მთავარია რონ შეუქცევადია!",- ნათქვამია თინა ხიდაშელის Facebook პოსტში.