"თქვენ შეგზღუდათ მამაზეციერმა"- აქცია ე.წ კომენდანტის საათის გაუქმების მოთხოვნით

"თქვენ შეგზღუდათ მამაზეციერმა",- ამ ლოზუნგით "გირჩი- მეტი თავისუფლება" საპროტესტო მსვლელობას მართავს.

აქციის მონაწილეები პანდემიის დროს დაწესებულ ე.წ კომენდანტის საათისა და შეზღუდვების გაუქმებას მოითხოვენ.

მათი თქმით, ე.წ კომენდანტის საათის დარღვევის გამო დაწერილი ყველა ჯარიმა უნდა გაუქმდეს.

საპროტესტო მსვლელობა დედაენის ბაღში აქციით დასრულდება.