თოვლის და ლიპყინულის გამო ალპანა-ცაგერის გზა ჩაიკეტა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით ალპანა-ცაგერის გზაზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. მიზეზი ინტენსიური თოვა და ლიპყინულია. 

 ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის კმ1-კმ22 მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.