ტყიბულში მიწის მასაში მოყოლილ ორ ადამიანს ეძებენ

ტყიბულში, ქვანახშირის კერძო მოპოვების კარიერში ნახშირის მასა ჩამოიშალა. ნახშირის მასის ჩამოშლის შედეგად, ნანგრევებში სავარაუდოდ, ორი ადამიანია მოყოლილი.

ამ წუთებში ადგილზე სამაშველო-სამძებრო ოპერაცია მიმდინარეობს.

ტყიბულის მერის, დავით ჩერქეზიშვილის ინფორმაციით, უბედური შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც მოქალაქეები ნახშირს უნებართვოდ, ღია კარიერული წესით მოიპოვებდნენ.