საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომლითაც ვაქცინაციის საბჭოს მიმართავს:
"დღეს სინგაპურის ჯანდაცვის მინისტრის ანგარიშმა პარლამენტის წინაშე, ნათლად აჩვენა, რომ კოვიდსიკვდილიანობის უმრავლესობა (79%) არის არავაქცინირებულებში.
ყველაზე დაბალი სიკვდილიანობა არის მოდერნას ვაქცინირებულებში მხოლოდ 1%, და ყველაზე მაღალი კი - სინოვაკით ვაქცინირებულებში - 11%.
ვინაიდან, ბოდიში და ამ სფეროს პროფესიონალები არცერთი არ ხართ (თქვენი ქმედებებიდან გამომდინარე), დაგეხმარებით, თუ რა უნდა დადოთ:
კოვიდგარდაცვლილთა საერთო მაჩვენებელი 2021 წელს ...
კოვიდგარდაცვლილთა არავაქცინირებულების მაჩვენებელი (რაოდენობრივი და %)..
კოვიდგარდაცვლილთა სინოვაკით აცრილების მაჩვენებელი (რაოდენობრივი და %)...
კოვიდგარდაცვლილთა სინოფარმით აცრილების მაჩვენებელი (რაოდენობრივი და %)...
კოვიდგარდაცვლილთა ასტრაზენეკათი აცრილების მაჩვენებელი (რაოდენობრივი და %)...
კოვიდგარდაცვლილთა ფაიზერით აცრილების მაჩვენებელი (რაოდენობრივი და %)...
ეს ტყუილი იქნება, თუ ამას იტყვით, ვინაიდან მე ვიცი, რომ ეს სტატისტიკა გაქვთ. გაასაჯაროვეთ", - წერს გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში.