ტყვედ აყვანილი ქართველი მეზღვაური გაათავისუფლეს

მეკობრეების მიერ გატაცებული ქართველი მეზღვაური გაათავისუფლეს. ამის შესახებ report.ge-ს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში განუცხადეს. 

მათივე განცხადებით, მეზღვაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

დეტალების გარკვევას report.ge საგარეო საქმეთა სამინისტროში ცდილობს.

შეგახსენებთ, რომ ბერძნული დროშის ქვეშ მცურავი გემი მეკობრეებმა ტოგოს რესპუბლიკაში 4 ნოემბერს გაიტაცეს. ბორტზე საქართველოს მოქალაქეც იმყოფებოდა.