ტრაგედია რუსთავში - დაღუპულია 16 წლის მოზარდი

რუსთავში, რუსთაველის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 16 წლის მოზარდი ემსხვერპლა.

გავრცელებული ინფორმაციით, გოგონა ძაღლს ასეირნებდა, რა დროსაც მას ავტომობილი დაეჯახა, შემთხვევა მარკეტთან მოხდა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები.

როგორც Report.ge-ს მომხდართან დაკავშირებით, შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ითვალისწინებს, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.