ტრაგედია სამტრედიაში - ვინ არის ავარიაში დაღუპული 18 წლის გოგო

სამტრედიაში მომხდარ ავარიისას დაღუპული ახალგაზრდა, 18 წლის ლელა გოგავაა.  

გოგონა აბიტურიენტი იყო და მანქანით მასწავლებელთან მიდიოდა. ავარია კულაშის სკოლასთან ახლოს მოსახვევში მოხდა.

ოჯახის ახლობლის ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს გოგონამ ავტომობილის საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა. იგი ადგილზე დაიღუპა, ხოლო გვერდით მჯდომი მეორე გოგონა გადარჩა.