ტრაგედია თბილისის ცენტრში - დაღუპულია ორი ადამიანი

თბილისში, ხორავას ქუჩაზე, გაჩენილ ხანძარს ორი ადამიანი ემსხვერპლა. ცეცხლი გამთენიისას, საცხოვრებელ სახლში გაჩნდა.

როგორც  report.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.

მათივე ინფორმაციით, ცეცხლი მომიჯნავე საცხოვრებელ სახლებზე არ გავრცელებულა.

ადგილზე 7 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი მუშაობდა.