ტრაგედია თბილისში - კორპუსიდან გოგო გადახტა

თბილისში, აფრიკის დასახლებაში საცხოვრებელი კორპუსის სახურავიდან ახალგაზრდა გოგო გადმოხტა.

ის მიღებული ტრავმის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.

ჯერჯერობით უცნობია რა გახდა თვითმკვლელობის მიზეზი.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი.

როგორც report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.