ტრაილერი და ორი მსუბუქი მანქანა ერთმანეთს შეეჯახა - არის მსხვერპლი

ბორჯომი-ხაშურის დამაკავშირებელ გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა. 

ერთმანეთს ტრაილერი და ორი მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. ავარიის შედეგად, კიდევ 4 ადამიანია დაშავებული. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც report.ge-ს შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.