ცაგერში ხანძარია

ცაგერში, სოფელ წიფერჩთან ხანძარია. ინფორმაცია report.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, ცეცხლი ეკალბარდებს უკიდია. მათივე ინფორმაციით ტყის მასივზე ხანძრის გავრცელების საფრთხე არ არსებობს. 

 ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები დილიდან განახლდება. ადგილზე  40-მდე მეხანძრე მუშაობდა.