წალენჯიხაში 385 აბონენტს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალეს 385 აბონენტს, მიმდინარე წლის 3 თებერვლიდან 16 თებერვლის ჩათვლით, 09:30-დან 18:00 საათამდე შუალედში, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

“ელექტროგადამცემ ხაზზე „ლია 1,2" მიმდინარე სამუშაოების უსაფრთხოდ წარმოების მიზნით, მიმდინარე წლის 3 თებერვლიდან 16 თებერვლის ჩათვლით, 09:30-დან 18:00 საათამდე შუალედში, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალეს 385 აბონენტს.

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" ბოდიშს უხდის მომხმარებელს აღნიშნული შეფერხების გამო”, - ნათქვამია ინფორმაციაში.