წალენჯიხაში ხანძარს ქალი ემსხვერპლა

წალენჯიხაში, სოფელი ნაკიფუში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა.

გავრცელებული ინფორმაციით,  დაღუპული 78 წლის ქალია, რომელიც სახლში მარტო იმყოფებოდა.

როგორც Report.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი ლიკვიდირებულია, ადგილზე 5 ეკიპაჟი მუშაობდა. ადამიანის ცხედარი მეხანძრე-მაშველებმა ხანძრის ლიკვიდაციის შემდეგ იპოვეს.