წალენჯიხაში ხანძრის გამო მარტოხელა მოხუცი ღია ცის ქვეშ დარჩა

წალენჯიხის, სოფელ ლიაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ report.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს. 

ხანძრის შედეგად, ორსართულიანი სახლი მთლიანად დაიწვა, რის გამოც მარტოხელა მოხუცი ღია ცის ქვეშ დარჩა. დაეხმარება თუ არა წალენჯიხის მერია დაზარალებულს ამის გარკვევას report.ge ადგილობრივ უწყებაში ცდილობს.

ფოტო: დათა აქუბარდია