წალენჯიხაში მიკროავტობუსი ბავშვს დაეჯახა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიაში, მიკროავტობუსი ბავშვს დაეჯახა. 

მოზარდს ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ოპერაცია უტარდება.

არსებული ინფორმაციით მისი მდგომარეობა მძიმეა.

როგორც Report.ge -ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.