წალენჯიხაში საცხოვრებელი სახლი დაიწვა - PHOTO

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ინფორმაციას და ფოტოებს სოციალურ ქსელში, მუნიციპალიტეტის მერი, გია ხარჩილავა ავრცელებს. 

მისი ინფორმაციით, დაზარალებულ ოჯახს ადგილობრივი ხელისუფლება დაეხმარება.

"ხანძარი გაჩნდა საჩინოს თემში. ცეცხლი საცხოვრებელ სახლს მოეკიდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მუშაობდნენ სახანძრო და სამაშველო სამსახურები.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია", - აღნიშნულია ინფორმაციაში.