წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ძველი სასტუმრო აფეთქდა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოცხოეწერში, ყოფილი სასტუმროს შენობაში აფეთქება მოხდა.

წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება გაზის დანადგარმა გამოიწვია.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში report.ge-ს განუცხადეს,  აფეთქების შედეგად,  შენობაში 30 კვ.მ-ზე ხანძარი გაჩნდა და ნაგებობის შუშები ჩაიმსხვრა.

ცეცხლი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.

წალენჯიხის მერის ბესო ფარცვანიას ინფორმაციით, შენობაში დროებით ენგურჰესის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დასაქმებულები ცხოვრობენ.

აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა.