წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ხანძარია

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ზღვაიას მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია. ცეცხლი ეკალ-ბარდებს უკიდია.

როგორც report.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. ადგილზე ოთხი სახანძრო ჯგუფი მუშაობს.