წამიყვანეთ უკან, ივანიშვილის ლეკვო - მიხეილ სააკაშვილის ახალი კადრები - VIDEO

პენიტენციური სამსახური მორიგ ვიდეოკადრებს ასაჯაროებს, რომელიც უწყების ცნობით, სამკურნალო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის ტრანსპორტირებას ასახავს. 

"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროვებთ ვიდეოკადრებს, რომელიც ასახავს პატიმარ მიხეილ სააკაშვილის ტრანსპორტირებას მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან მე-18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში. კადრებში ნათლად ჩანს, როგორ არ ემორჩილება დაწესებულების თანამშრომლების კანონიერ მითითებებს, იქცევა აგრესიულად და მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს." - ვკითხულობთ განცხადებაში.