წელს საქართველოში 100-ზე მეტი ბავშვი ბიოლოგიურ ოჯახს დაუბრუნდა

„2020 წელს სააგენტოს მიერ უწყვეტად გაგრძელდა ბენეფიციარებისთვის განსაზღვრული სერვისების მიწოდება“,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ანგარიშის პრეზენტაციისას განაცხადა. 

მინისტრის განმარტებით, 2020 წელს ბიოლოგიურ ოჯახში 100-ზე მეტი ბავშვი დაბრუნდა.

„განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ წელს განხორციელდა 100-ზე მეტი ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნება. 

ჩვენი მთავარი ამოცანაა ყოველი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა ხელს უწყობდეს ბავშვების ბიოლოგიურ ოჯახში თანაცხოვრებასა და სრულფასოვან განვითარებას“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.