წელს საქართველოდან დეპორტირებული 9 უცხოელიდან ერთი აზერბაიჯანელია

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოდან 9 უცხოელი იქნა დეპორტირებული. ამის შესახებ ირკვევა შინაგან საქმეთა სამინისტროს ანგარიშიდან, რომლის მიხედვით, წლიურად საქართველოდან გაძევებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების რაოდენობა 16 ადამიანითაა შემცირებული. 

წელს იანვარ-მარტში, მსაქართველოდან მეზობელ აზერბაიჯნში დეპორტირდა აზერბაიჯანის ერთი მოქალაქე, 41-დან 65 წლამდე ასაკის მამაკაცი. შარშან კი ქვეყნიდან გააძევეს აზერბაიჯანის 7 მოქალაქე, მათგან ორი 2020 წლის პირველ კვარტალში იქნა დეპორტირებული.