ცენტრალურ მაგისტრალზე არსებულ ხიდზე მოძრაობა შეიზღუდა

04 ივნისიდან 10 ივნისამდე, მცხეთის მუნიციპალიტეტში, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის მე-19 კმ-ზე მდებარე მდინარე მტკვარზე არსებულ სახიდე გადასასვლელზე, კერძოდ ხაშური-თბილისის მიმართულებაზე და 25-ე კმ-ზე არსებულ მდ.არაგვზე არსებულ სახიდე გადასასვლელზე ორივე მიმართულებაზე, ხიდის სავალი ნაწილის მოფრეზვის და მოასფალტების სამუშაოების ჩატარების გამო, მოძრაობა ნაწილობრივ, ერთ ზოლზე შეიზღუდება.

ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. 

ავტოტრანსპორტის გადაადგილება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით განხორციელდება.