წერეთელზე მოტოციკლი მანქანას შეეჯახა - არიან დაშავებულები 

ავტოსაგზაო შემთხვევა წერეთლის გამზირზე - მოტოციკლი მსუბუქ ავტომანქანას შეეჯახა. შემთხვევის შედეგად მსუბუქად დაშავდა მოტოციკლის მძღოლი.

ადგილზე საპატრულო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები იყვნენ მობილიზებული.

როგორც შსს-დან report.ge-ის აცნობეს, გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 276 -ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანsპორტის ექსპულატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.