ცერცვაძე: ნუ გვექნება ილუზია, რომ აგრესიული ტესტირებით მთელ მოსახლეობას გამოვიკვლევთ

"5 წელია ვაწარმოებთ C ჰეპატიტის აგრესიულ ტესტირებას და, მიუხედავად ამისა, მოსახლეობის ნახევარზე მეტია ჯერ გამოკვლეული და არა მთელი მოსახლეობა", - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ Covid 19-ის ტესტირების მეთოდების კომენტირებისას ისაუბრა. 

მისი თქმით, არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ ახალ კორონავირუსზე აგრესიული ტესტირებით მთელ მოსახლეობას გამოვიკვლევთ, ან - ნახევარს.

"რაც მეტი ადამიანი იქნება გატესტილი, უკეთესია, მაგრამ იმ ქვეყნებშიც კი, სადაც მასობრივი, აგრესიული ტესტირება ტარდება, 8-10 პროცენტია გამოკვლეული. 90 პროცენტი მაინც გამოკვლევის გარეშე რჩება", - განაცხადა ცერცვაძემ. ~