ცესკო თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს კიდევ ერთხელ მიმართავს

ცენტრალური საარჩევნო კომისია კიდევ ერთხელ მიმართავს თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს, დარეკონ ცესკო-ს სატელეფონო საინფორმაციო ცენტრში და მოითხოვონ გადასატანი საარჩევნო ყუთით მომსახურება. 

„ცესკო კიდევ ერთხელ მიმართავს თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს, იაქტიურონ, დარეკონ ცესკო-ს სატელეფონო საინფორმაციო ცენტრში და მოითხოვონ გადასატანი საარჩევნო ყუთით მომსახურება. დღეს, 27 ოქტომბრის, 14:00 საათმდე, დარეკეთ ტელეფონის ნომერზე, 2 51-00-51, შიდა ნომერი 0 და მოითხოვეთ გადასატანი საარჩევნო ყუთი. ზარების მიღება ამ წუთებშიც გრძელდება. შეგახსენებთ, რომ ცესკო-მ 26 ოქტომბერს გამართულ სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისთვის გადასატანი ყუთის მოთხოვნის ვადის გახანგრძლივების შესახებ. გადაწყვეტილების თანახმად, აღნიშნული კატეგორიის მოქალაქეებს შესაძლებლობა მიეცათ, 27 ოქტომბრის 14:00 საათამდე, დააფიქსირონ თავიანთი მოთხოვნა. გადასატანი სარჩევნო ყუთით სარგებლობას შეძლებენ თვითიზოლაციაში მყოფი ის ამომრჩევლები, რომელთა მონაცემებიც ოფიციალურად ფიქსირდება შესაბამისი უწყების მონაცემთა ბაზაში"- განაცხადეს ცესკო-ში.