ცესკომ თბილისის მერობის არჩევნების პირველადი შედეგები გამოაქვეყნა

ცესკო-ს პირველადი მონაცემების მიხედვით თბილისის მერობის არჩევნებში კახა კალაძე ლიდერობს. მას ხმების 45.32% აქვს მიღებული. 

769 უბნიდან 359 უბნის მონაცემით შედეგები ასეა გადანაწილებული:

~ კახა კალაძე - 45.32%

~ ნიკანორ მელია - 34.15%

~ გიორგი გახარია - 9.07%

~ ანა დოლიძე - 4.41%

~ ანა ბიბილაშვილი - 2.43%

~ სხვა კანდიდატები - 4%