თბილისის მეტროში კაცი ჩავარდა

მეტროსადგურ „ვაგზლის მოედანზე“ საბურთალოს ხაზზე, მატარებლის ლიანდაგზე მამაკაცი ჩავარდა. როგორც report.ge-ს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, მამაკაცის ამოყვანა დროულად მოხდა.

,,მამაკაცი იმ დროს ჩავარდა ლიანდაგში, როცა ტვირთი გადმოჰქონდა. როგორც ჩანს, არ დაიცვა უსაფრთხოების წესები. დროულად მოხდა მისი ამოყვანა და სასწრაფო სამედიცინო დახმარებაც არ დასჭირდა", - განაცხადეს სატრანსპორტო კომპანიაში.

მათივე ინფორმაციით, მამაკაცს შემთხვევის შედეგად დაზიანებები არ მიუღია.