წინანდალში დისტრიბუციის "მარშუტკა" ჯერ მანქანას, შემდეგ სახლის კარს დაეჯახა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში ავარია მოხდა. დისტრიბუციის "მარშუტკა" ჯერ მსუბუქ ავტომანქანას დაეჯახა, შემდეგ კი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და საცხოვრებელი სახლის კარში შევარდა. 

როგორც report.ge-ს შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე ადმნსიტრაციული სამართალდარღვევის აქცი შედგა. 

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მსუბუქად დაზიანდა სახლის ფასადი.